ქართველი ადვოკატები პროფესიულ სტაჟირებას საფრანგეთში გაივლიან

14 აპრილი 2016

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ციცინო ცხვედიანი, ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭოს წევრები და საერთაშორისო მდივანი დავით ასათიანი საფრანგეთში  საქმიან ვიზიტს განაგრძობენ. 

 

დელეგაციის წევრები  პარიზის ადვოკატთა ასოციაციის  პრეზიდენტს ფედერიკ სიკაღის და ადვოკატთა საერთაშორისო ობსერვატორიის დამფუძნებელს ანა სოლელიაკს შეხვდნენ.

 

პარიზის ადვოკატთა ასოციაციის  პრეზიდენტის ფედერიკ სიკაღის და  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტის ზაზა ზატიაშვილის  შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ უახლოეს დღეებში,  თანამშრომლობის  მემორანდუმს  მოეწერება ხელი, რომლის თანახმად, მომავალი წლიდან, ქართველი ადვოკატები, რომლებიც ფრანგულ ენას ფლობენ,   პარიზის ადვოკატთა  ასოციაციის დაფინანსებით, პარიზის ადვოკატთა ასოციაციაში  ორ თვიან სტაჟირებას გაივლიან. შეხვედრის დასასრულს,  ზაზა ხატიაშვილმა  სამახსოვრო წიგნში გააკეთა ჩანაწერი და კოლეგებს პროფესიული წარმატებები უსურვა.

 

ვიზიტისას,  ადვოკატთა საერთაშორისო ობსერვატორიის დამფუძნებელთან  ანა სოლელიაკთან შეხვედრა გაიმართა,  სადაც გადაწყდა,  რომ საქართველოში ჩამოვა 12 ფრანგი ადვოკატისგან შემდგარი ჯგუფი,  რომელიც  საქართველოში  ადვოკატთა უფლებრივ მდგომარეობას შეისწავლის.  შეხვდებიან ყველა  ადვოკატს,  რომლებიც ზეწოლის ობიექტები გახდნენ  და პროფესიული  უფლებების დაცვაში დახმარებას აღმოუჩენენ.  შეხვედრის დასასრულს, ადვოკატთა საერთაშორისო ობსერვატორიის დამფუძნებელმა ანა სოლელიაკმა აღნიშნა, რომ  გააგრძელებს ადვოკატთა ასოციაციის  საერთაშორისო მხარდაჭერას.   

 

საფრანგეთში,  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დელეგაციის ვიზიტი  ევროპის საბჭოს და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერა“ ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი